Rotsa Shen Wer Gkhedav
Давид Каландадзе
როგორც თოთო ბავშვი
შენით ხელებს ვითბობ
წვიმაა თუ ქარი, შენს თვალებზე ვფიქრობ
ამერია დღე და ამერია ღამე
როცა შენ ვერ გხედავ
ვითვლი გასულ წამებს.
რამდენი სიტყვები,
რამდენი სიზმრები,
შენზე მიფიქრია ღამე ნათევი.
რამდენი ვარდები,
რამდენი იები
გულით მიჩუქნია, ხრიზანთემები
მოდი გავათენოთ ეს ღამე,
დავიკარგოთ ჩვენ სადმე.
სადაც ვერავინ ვერ გვიპოვის.
შენ თუ ჩემს სიყვარულს იწამებ,
ხელის გულზე გატარებ,
გამიხსენი გულის კარები.
იცი როგორ მათბობს, შენზე კარგო ფიქრი
სურნელება მათრობს, მე არ ვიცი ძილი.
თუ კი ვერ დამალავს ჩემს სიხარულს გული
არ მივიღებ წამალს, მომკლავს სიყვარული.